დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში

კვლევის აღწერა

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში(დტსუ) იწყება კვლევა, უნილატერალური ცერებრული დამბლის (უცდ) მქონე ბავშვებსა და თინეიჯერებში, რეაბილიტაციური მკურნალობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით (AINCP).

კვლევის მიზანია ზედა კიდურების სრული შეფასება, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ შევისწავლოთ ხელის ფუნქცია და მისი აღდგენის შესაძლებლობები.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში მოხდება მონაწილეების ჩართვა. ამ პერიოდში მათ ჩაუტარდებათ ორ დღიანი სრული შეფასება და შემდგომ სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით უკუკავშირის მიღება.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ კვლევის მომდევნო ფაზაში მიიღონ ინოვაციური რეაბილიტაციური მკურნალობა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბინაზე.

კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები:

  • 5-დან 15 წლამდე ასაკი

  • დიაგნოზი: დადასტურებული ცერებრული დამბლის ჰემიპლეგიური ტიპი

  • ზედა კიდურის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის შეზღუდვა

  • ზედა კიდურებში ბოტულინის ტოქსინით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა არ არის ახალი ჩატარებული

  • კარგად ესმის და მეტყველებს მშობლიურ ენაზე

როგორ შევიტანოთ განაცხადი

განაცხადის წარდგენის პირველი ეტაპი მარტივია. დააწექით ქვემოთ არსებულ ღილაკს:შეიყვანეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, მეილი), რომელზეც დაგიკავშირდებათ ჩვენი სპეციალისტი. თქვენ ასევე მიიღებთ ინფორმაციას აღნიშნული კვლევის შესახებ.

განაცხადის ფორმის გამოყენების შემთხვევაში,თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას[გაეცანით აქ]

კვლევაში ჩართვის პროცესი: ეტაპები და დრო

  1. თქვენ მიიღებთ საინფორმაციო ფორმას: ამ დოკუმენტში წარმოდგენილია სრული ინფორმაცია კვლევასა და მასში მონაწილეობის შესახებ (მაგ. დაგეგმილი შეფასების ინსტრუმენტები)

  2. პრე-სკრინინგი ტელეფონის საშუალებით: დაგიკავშირდებათ ჩვენი ექსპერტი, რომელიც განსაზღვრავს ყველა ბაზისურ მოთხოვნას (მათ შორის ნეირო-კოგნიტურ სკრინინგს).

  3. ტელე-ვიზიტი ექიმთან: ამ ეტაპზე გადაწყდება თქვენი კვლევაში ჩართვა.

  4. სრული შეფასება ჩვენს კლინიკურ ცენტრში: მოხდება ზემოთ აღნიშნული ეტაპის და ოჯახის შესაძლებლობის და ჩართულობის განხილვა.

რას მიიღებთ?

თქვენს შვილს ჩაუტარდება  სრულყოფილი შეფასება, როგორც ცერებრული დამბლის ექსპერტების, ასევე   ხელოვნური ინტელექტის  საშუალებით.

თქვენ ჩაერთვებით უნილატერალური ცერებრული დამბლის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პროექტში. ეს არის იშვითი შანსი გახდეთ უცდ მოტორული რეაბილიტაციის წამყვანი პროექტის თანამონაწილე.